უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისსა და კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი, 3 451 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.