დაკავება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე

სუს-მა ბექა ვარდოსანიძე დააკავა – საუბარია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე. სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა უკვე დაასრულეს. ოფიციალური ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

ბელა ზაქაიძე დეტალებით.