ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საზღვარზე რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” გავლით, რუსეთის მიმართულებით, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქციის მალულად გადატანა სცადა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს.