დაკავება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 

გახსნილად ცხადდება ერთ-ერთი ბიზნესმენის გატაცების საქმე. დაკავებულია 13-კაციანი ჯგუფი, რომელთაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირშიც ედებათ ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, გატაცებულს, გამოსასყიდის სახით, თანხის ნაწილი უკვე გადახდილი ჰქონდა, დარჩენილი მოთხოვნილი თანხა კი ეტაპობრივად უნდა გადაეხადა.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს – საგამოძიებო მასალების მიხედვით, დაკავებულები გამოძალვის სხვა საქმეებშიც ფიგურირებენ.