დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით

12:25, 14.02.2025

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ოზურგეთსა და ურეკში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს. ერთ პირს კი „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. გამოძების ინფორმაციით, დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ კანონიერ ქურდებს და ასრულებდნენ მათ დავალებებს. კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე, პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით, დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. დანაშაულები ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი