საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
14:00 საათზე განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე სხდომა. პროცესი კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროცესს არადემოკრატიულს უწოდებენ. მმართველ გუნდში კი მოლოდინი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
სარჩელის განხილვის წინა სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომებზე დაუსვეს კითხვები.