სამართალდამცავებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი თბილისში აიყვანეს. ის იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე გაჩერებული, მანქანიდან ფულისა და სხვადასხვა ნივთების მოპარვას ცდილობდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, 6-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.