შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში 31 წლის პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა და ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთები მოიპარა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ამოიღო.
გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.