დაკავება ქრთამის აღების ფაქტებზე

ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელია დაკავებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არ განხორციელებისა და აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 თანამშრომელს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.