დაკავება ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე
დაკავება ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგნელებმა ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით, ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები განახორციელეს. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება.