სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეს. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.