დაკავება დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე

„ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ამავე საწარმოს ყოფილი ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საუბარია დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტებზე.

პროკურატურის მტკიცებულებების მიხედვით, საწარმოს ყოფილმა დირექტორმა – 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა – 22 035 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. ყოფილ დირექტორს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ყოფილ ბუღალტერთან კი, რომლმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.