დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო. დაკავებულია ერთი პირი. 40 წლის მამაკაცის ჩხრეკისას, პოლიციამ  921 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.