დაკავება ბათუმში

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. 27 წლის მამაკაცს ბრალი ედება სადგომში ან სხვა საცავში, უკანონო შეღწევით, არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში. ბრალდებულმა ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარიდან თანხა და საეკლესიო ნივთები მოიპარა. ასევე, მან ერთ-ერთ მოქალაქეს საფულე და მობილური ტელეფონი მოპარა, ხოლო მაისში – სავაჭრო ჯიხური გაქურდა, საიდანაც სუვენირები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.