დაჭრილი ტურისტი რეაბილიტაციის კურსს გადის

15:42, 10.07.2021

თბილისში თავდასხმის დროს ცივი იარაღით დაჭრილი პოლონელი მოგზაური ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან გაეწერა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელი სტუმარი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის.

პოლონელი მოგზაური ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს 5 ივლისს დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა.

მსგავსი