სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის საყურადღებოა – საქართველოში ზრდასრულთა დაახლოებით 17 პროცენტი ფიზიკური აქტივობის საჭირო დონეს ვერ აკმაყოფილებს. ეს მონაცემი კიდევ უფრო დაბალია ბავშვებსა და მოზარდებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სკოლის ასაკის ბავშვებმა ფიზიკურ აქტივობას მინიმუმ ერთი საათი მაინც უნდა დაუთმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამომავლოდ სხვადასხვა, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი არსებობს.
ფიზიკური აქტივობის დონე, სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, კიდევ უფრო მცირდება, – რა რეკომენდაციებს აძლევენ სპეციალისტები მშობლებს – მარიამ აფციაური გიამბობთ.