ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“

დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის გადაადგილებისას, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევისას, ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. სამართალდარღვევისთვის ჯარიმა 1 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო განმეორებისა და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – მოქალაქეს 3 000 ლარის გადახდა მოუწევს. ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.