ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ მოზარდს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ მოზარდს, საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი საპატიმროში დატოვა.
მოზარდის ადვოკატები აცხადებენ, რომ მას მკვლელობის ინციდენტზე ცრუ ჩვენება არ მიუცია და გამოძიების არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია. დ. ღ. ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მან მხოლოდ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის ფაქტი არ გაასაჯაროვა.
გიორგი კობერიძე აშუქებს დღეს ამ თემას.