ცნობილი კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა #ტაიმაუტი

ცნობილი კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი იყო, სხვადასხვა დროს მუშაობდა არაერთ მედიასაშუალებაში.1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი, ხოლო 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი იყო. სხვადასხვა დროს „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად და საუკეთესო სპორტულ კომენტატორად დაასახელეს. ქართული სპორტის განვითარებისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენიც მიიღო.

#ტაიმაუტი