პროტესტის 25-ე დღე – ჭიათურელმა მაღაროელებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადმოინაცვლეს. 600-კაციანი კოლონა ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა და მათ შეუერთდნენ მხარდამჭერები დედაქალაქშიც. ითხოვენ კუთვნილი სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას, ინვესტორმა „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ქალაქი და მაღაროს მართვა მთავრობამ გადაიბაროს. მოთხოვნებს შორის არის საბანკო და სადაზღვევო პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ვინც სამსახურის დაკარგვის გამო ვეღარ ახერხებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. აქციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ დამოუკიდებელი ფონდის შექმნაზეც და თანხის 5%-ის ქალაქის განვითარებისთვის დახარჯვის საკითხზე.