ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალი ჩინეთი იყოს. ამის შესახებ იანა ჩერნიხოვამ ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას დასასრული არ უჩანს. მისივე თქმით, ნატო აკეთებს ყველაფერს, რათა სიტუაცია რუსეთის გარშემო კიდევ უფრო არ დაიძაბოს. ჩერნიხოვას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ომში ჩართვა არ სურს და ლოგიკურად უკრაინისთვის შეიარაღებისა და ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა მიაჩნია.