პროკურატურა საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას იწყებს. ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე საგამოძიებო ორგანო გამოკითხავს ყველას, ვისაც შესაძლო ფაქტები და მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. მათ შორის პრეზიდენტს. გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი ხვალ მივა.
შეგახსენებთ, ცესკო-მ პროკურატურას მიმართა, გამოიძიონ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებები. საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, განსაკუთრებული თავდასხმისა და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა, უმაღლეს დონეზე შეაფასა.
წარადგენს თუ არა ოპოზიცია საგამოძიებო ორგანოში ბრალდებებთან დაკავშირებით მტკიცებულებებს და ითანამშრომლებს თუ არა უწყებასთან – ჯერ ბუნდოვანია. საკითხი დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა.
თამუნა წიკლაური დეტალებით.