მოუწევს თუ არა ესტონეთის პრემიერს თანამდებობის დატოვება – რამდენიმე კვირაა, კაია კალასი მისი ოჯახის მიმართ გამოთქმული ბრალდებების მოგერიებას ცდილობს და აცხადებს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს. საქმე ესტონეთის მთავრობის მეთაურის მეუღლის ბიზნესსაქმიანობას ეხება. ირკვევა, რომ არვო ჰალიკი იმ კომპანიის წილის მფლობელია, რომელიც რუსეთში ბიზნესს უკრაინაში ომის დროსაც აწარმოებდა. ამ თემის გამოაშკარავების შემდეგ, პრემიერის მეუღლემ აქციები მინიმალურ ფასად გაყიდა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, – ოპონენტებთან ერთად, კაია კალასის გადადგომას ითხოვენ პოლიტოლოგებიც. ახლა მთავრობის მეთაური ორშაბათის სხდომას ელოდება და ბრალდებებზე საპასუხოდ ემზადება.