„ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადება
„ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია. მანამდე კომპანიამ დააანონსა, რომ სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებდა.
კომპანიის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოშიც გააგრძელებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „ბლექ სი პეტროლიუმი“ განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან. კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი – მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობისა და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში. აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვეა დასახელებული.