„ბირჟა მაფიას“ საქმე

18:13, 18.12.2017

პოლიციის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებისა და მძიმე დანაშაულის  მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლებით, პროკურატურა გამოძიებას განაგრძობს. საქმე მუსიკალურ ჯგუფ ბირჟა მაფიას ეხება. მისი ორი წევრი სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს. მათ პატიმრობაც შეეფარდათ, რომელიც სასამართლოს მეორე ინსტანციამ გირაოთი შეცვალა. უკვე დღეს კი, პროკურატურამ მათ  წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

მარიამ ქურდიანი მუშაობს თემაზე.

მსგავსი