„ბინძური ბომბი“ - რუსეთის ახალი პროვოკაცია

უკრაინაზე ავიაიერიშების პარალელურად მოსკოვი კიევს ახალ ბრალდებას უყენებს.

რუსეთი უკრაინის ხელისუფლებას პროვოკაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. თუ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს დავეყრდნობით, კიევი მასობრივი განადგურების რადიოლოგიური ნივთიერების გამოყენებას და რუსეთისთვის დაბრალებას აპირებს. ბრალდებების პასუხად დასავლეთი მოსკოვს აფრთხილებს, ზელენსკი კი ბრალდების აბსურდულობაში დასარწმუნებლად საერთაშორისო ატომური სააგენტოდან ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნას ითხოვს. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებია, სადაც უკრაინაში კონტრშეტევით ოპერაციებს განაგრძობს.