ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის მდგომარეობა გაუმჯობესდა. პაციენტი დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. მკურნალობის კურსს ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმების განცხადებით, დაჭრილი ინსპექტორის მდგომარეობა სტაბილურია.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით 18 დეკემბერს, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას თავს მოულოდნელად მამაკაცი დაესხა, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა. მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.