ბარსელონაში ქართველი მამაკაცი მოკლეს

ბარსელონაში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური „ელ პაისი“ ავრცელებს. ინციდენტი ლა მინას უბანში 11 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ცნობით, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მამაკაცი დანით დაჭრეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. „ელ პაისის“ ინფორმაციით, მოკლული 30 წლის მამაკაცი წარმოშობით საქართველოდანაა.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ ჩხუბში ოთხი მამაკაცი მონაწილეობდა. მათგან რამდენიმე დაჭრილია. ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კონფლიქტის მიზეზი ჯერ უცნობია. ესპანური მედია იუწყება, რომ ლა მინას უბანში პოლიციას უსაფრთხოება ისედაც გამკაცრებული ჰქონდა. ამის მიზეზად რამდენიმე თვის წინ მეზობელ ელ-რავალის უბანში ნარკოტიკებით მოვაჭრეთა თავშესაფარში ჩატარებული რეიდი სახელდება.