ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი

 პირველი თურქული სატვირთო მატარებელი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, ჩინეთში ჩავა. მატარებელი გადაკვეთს ორ კონტინენტს, ორ ზღვას, ხუთ ქვეყანასა და ჩინეთში ტვირთს 12 დღეში ჩაიტანს.

ბაქო-თბილისის-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი საქართველოს სავაჭრო ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩნდება პირველი პრეცედენტი, როდესაც ამ რკინიგზის გავლით, საქართველო არა მხოლოდ ჩინურ ექსპორტს, არამედ ჩინეთისკენ მიმავალ საექსპორტო ტვირთს გაატარებს. 2020 წელს დაახლოებით 300 ათასი ტონა ტვირთის გატარება უკვე მოხდა და ახალი ტვირთი უკვე ჩინეთის მიმართულებით მიდის.

 

დატოვე კომენტარი