ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ამოქმედდება

12:11, 02.06.2026

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად დღეს ამოქმედდება. ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე – 180 კილომეტრია.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, სრულ ექსპლუატაციაში შესვლით კი პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

მსგავსი