14:21 საათზე შევიდა შეტყობინება პოლიციაში. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მას აყვანილი ჰყავს მძევლები. ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხა შენობაში მყოფი მოქალაქეების ნაწილმა.