ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი

ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე. ერთი ექსპერტი და ერთი ოთხი ოქტომბრის დაზარალებული, რომლებმაც საქმესთან შემხებლობაზე ისაუბრეს. ადვოკატის მტკიცებით, ბაჩო ახალაიას ორგანიზატორობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე, რაც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.