ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მელქაძემ მიიღო. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დახურვა პროკურატურამ მოითხოვა, მიზეზად კი საქმეში მოწმეთა შორის სუს-ის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის დაცვა დაასახელა.