ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო-ტექნიკური დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ავსტრალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ავსტრალია გააუქმებს გადასახადებს უკრაინულ საქონელზე და აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენტონი ალბანეზის მიმართა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღდგენის პროექტში.