უკრაინაში, ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანიც არიან. საერთო ჯამში, გარდაცვლილია 16 ადამიანი, აქედან ცხრა პირი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. კიდევ შვიდი პირი კი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც კატასტროფა მოხდა.
დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია. ასევე დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ათი ბავშვი.