შემზარავი ტრაგედია უკრაინაში.
ომში მყოფ ქვეყანაში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და ამავე სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვნებიც. 30-მდე ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალიზებულია. საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენი ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა. კატასტროფა კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში მოხდა. ვერტმფრენი კორპუსსა და საბავშო ბაღს შორის დაეცა. უკრაინა მსოფლიო ლიდერების სამძიმარს იღებს.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს – ტექნიკური გაუმართაობის და ფრენის წესების დარღვევასთან ერთად განიხილება გამიზნული ქმედებაც.