ამერიკამ დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა – საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კი სასამართლო დავა დაიწყო. ის მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ინფორმაცია, რაც ვიზაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს დადგენილება გახდა. ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართულნი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში, შეერთებული შტატების საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში მიმდინარე წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.