ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე 23 მილიარდ დოლარზე მეტია გათვლილი. საერთო ჯამში კი სამხედროების წვრთნის, აღჭურვილობის, ლოჯისტიკის, სადაზვერვო მხარდაჭერისა და მარაგების შევსებისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. თანხა გათვალისწინებულია ასევე საქართველოსთვის, რომელსაც დახმარების სახით 132 მილიონ 25 ათასი დოლარი გადაეცემა.
ბიუჯეტი, რომელიც სულ ტრილიონ 700 მილიარდ დოლარს შეადგენს, წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება და საბოლოოდ მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს. მანამდე კი სენატმა დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.