აშშ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას მჭიდროდ უჭერს მხარს – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. მისივე თქმით, შტატები განაგრძობს ამ ქვეყნებთან მუშაობას მათი რეფორმების განხორციელების პროცესში. მან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ „ეს ომი ვლადიმერ პუტინის არჩევანია“.