მოსკოვი ამზადებს ფონს ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად, – განცხადება ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლს აქვს განზრახვა, თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს და გაამართლოს თავდასხმა უკრაინელ ხალხზე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, გააყალბოს მოვლენები და შექმნას ცრუ ინფორმაცია გენოციდის შესახებ, რათა სამხედრო ძალის გამოყენება გაამართლოს. მისივე თქმით, ეს არის ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა მანამდეც გამოიყენა, მათ შორის საქართველოში.