ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს და ზოგიერთი ამერიკელი დიპლომატი უკრაინაში მუშაობას განაახლებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, აშშ ხელახლა გახსნის ოფისებს ლვოვში, სადაც დიპლომატები ყოველდღიურად გაემგზავრებიან პოლონეთიდან, რომ „დიპლომატები დაბრუნდნენ საელჩოში, კიევში, რაც შეიძლება მალე“.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების ფარგლებში, ჰაუბიცების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი, კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს, ოლექსეი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს, დენის მონასტირსკის შეხვდნენ.