აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულიო შტატები ღიაა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
სანქციების შესახებ ჯო ბაიდენი „დიდი შვიდეულის“ წევრებთან მიმდინარე კვირაში ისაუბრებს, მანამდე კი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვას, ასევე რუსეთის უმსხვილესი ბანკის „სბერბანკისა“ და სხვა კომპანიების სვიფტი-ს სისტემიდან გათიშვას, სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლისთვის მაუწყებლობის აკრძალვას და ბუჩაში სამხედრო დანაშაულების ჩამდენი პირების „შავ სიაში“ შეყვანას“. ამასთან, დამატებითი სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმა. ლონდონმა შავ სიაში შეყვანა კიდევ 63 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის რუსული მედიაკომპანიები და მათი მფლობელები.