ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე კონგრესის ნებართვა საჭირო არ იყო, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. მარკო რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები აკონტროლებს, როგორ განვითარდება ვენესუელაში მოვლენები, რადგან ამერიკას აქვს ზეწოლის საშუალებები. მისივე განმარტებით, ზეწოლა გულისხმობს სამხედრო ბლოკადას – აშშ შეზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც სანქცირებულთა სიაშია და ცდილობენ ვენესუელიდან ნავთობის გატანას ან მის შეტანას.