დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებსა და პარტნიორობის გაგრძელების განსხვავებულ მოლოდინებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისში. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ტრამპის პრეზიდენტობა საქართველო-შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობა გახდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, მათი და დონალდ ტრამპის შეხედულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია, რის გამოც ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების განმტკიცებას ელიან. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში იქნება ისეთივე მწვავე, როგორც ეს წინა ადმინისტრაციისას იყო, ისინი სანქციების გაგრძელებას ელოდებიან.