საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელსაც ქართულ რაგბიში ოთხწლიანი წარმატებული პერიოდი ჰქონდა. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა თუ ინოვაციების შედეგად, საქართველოს სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებებმა დიდი პროგრესი განიცადა.
გამოსარჩევია მთავარი ნაკრების შედეგი, სადაც ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ერის გუნდებს – იტალიასა და უელსს მოუგეს. რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.