ჯერ უცნობია, რას უკავშირდება მირზა სუბელიანის კიდევ ერთხელ დაბარება. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უწყება ჯერ კიდევ სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ ახალ გარემოებებს იკვლევს.
პარალელურ რეჟიმში გამოძიების მასალებს სწავლობს სახალხო დამცველი, რომელიც პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში აღმოჩენილ ხარვეზებზე და საკუთარ ეჭვებზე დღეს პირველად საუბრობს.
დანაშაულის დაფარვის კუთხით ომბუდსმენს კითხვები აქვს რამდენიმე პირის მიმართ. ნინო ლომჯარიას საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილიც აეჭვებს.