ცოლ-ქმარს უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი.
დაკავებულებს ორი არასრულწლოვნის ტრეფიკინგს ედავებიან.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულები რვა და ცხრა წლის ასაკის გოგონებს იძულებით ამუშავებდნენ. კერძოდ, მათ აიძულებდნენ, რომ გამვლელებისთვის მოწყალება ეთხოვათ.
მითითებულია კონკრეტული ადგილები, საქმეში სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც დევს.
გამოძიების ვერსიას თვითმხილველთა ნაწილიც ადასტურებს, თუმცა მოზარდების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტს უარყოფს არასრულწლოვნების დედა.