გურიის პოლიციამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ოზურგეთში ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე, დადგინდა, რომ ის აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სამართალდამცველებმა დ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.