არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას

უკრაინის გამო 22 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს.

მესამე სექტორი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მმართველი გუნდის საგარეო პოზიციონირებით უკმაყოფილოა. საჭიროა უფრო მკაფიო პოზიციების დაფიქსირება და უკრაინის და დასავლეთის მიმართ მეტი მხარდაჭერის გამოვლენა, – ასეთია ერთობლივი განცხადების მთავარი მოწოდება. წერილის ხელმომწერები ფიქრობენ, რომ მთავრობის რიტორიკა მოქალაქეების ომით დაშინებაზეა ორიენტირებული, ოფიციალური განცხადებები ბუნდოვანი და არათანმიმდევრული, საგარეო პოზიციონირება კი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველია, რის გამოც ისინი ხელისუფლებას 6-პუნქტიანი მოთხოვნებით მიმართავენ. პრეტენზიები და მოწოდებები ადრესატისთვის გაუგებარია.

მესამე სექტორის მიმართვას „ქართული ოცნების“ ლიდერების საკმაოდ ნეგატიური რეაქციები მოჰყვა.