ქვეყანაში მიმდინარე აქტიური სამხედრო მოქმედებების ფონზე, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე საქართველოსთვის ისევ იცლის. დავით არახამია ამჯერად ქართველ ხალხს ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პუნქტის, დეოლიგარქიზაციის დაძლევაში დახმარებას ჰპირდება. ვიდეომიმართვაში არახამია ბიძინა ივანიშვილზე და მისი გარემოცვის სანქცირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ ვებგვერდზე უკვე განათავსა რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის დასანქცირების შესახებ. მისი თქმით, ეს სანქციები მალე ამოქმედდება და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის პოლიტიკურ გარემოცვასაც შეეხება.
არახამიას რიტორიკას იზიარებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის ანტიკორუფციულ ბიუროშიც მოკავშირეები მრავლად ჰყავს – რა გამოხმაურებები მოჰყვა არახამიას მორიგ განცხადებას – სალომე ქოქიაშვილი გიამბობთ.